მედიის ინფორმაციით, გერმანიაში ინციდენტის დროს სამი ადამიანი დაიღუპა, 30-მდე დაშავდა

19:35, 07.04.2018

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია უცხოური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც BBC წერს, პოლიციის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია ინციდენტში ეჭვმიტანილი პირიც.

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში ფეხით მოსიარულეებს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ასევე ჯერ უცნობია, არის თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

მსგავსი