მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, რაფაელ ვორნოკმა გაიმარჯვა
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, რაფაელ ვორნოკმა გაიმარჯვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მედიაპროგნოზით, დემოკრატების წარმომადგენელმა რესპუბლიკელი კელი ლოფლერი დაამარცხა და ჯორჯიის შტატის ისტორიაში პირველი შავკანიანი სენატორი გახდა.
წინასწარი მონაცემებით, ვორნოკს ხმების 50.5 პროცენტი აქვს. რაფაელ ვორნოკი ბოლო 15 წლის განმავლობაში ატლანტას მთავარი ეკლესიის პასტორი იყო. „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ ახლა მთავარი ყურადღება სენატის მეორე ადგილისთვის ბრძოლაზეა გადატანილი, სადაც ერთმანეთს დემოკრატი ჯონ ოსოფი და რესპუბლიკელი, დევიდ პერდიუ უპირისპირდებიან. ჯონ ოსოფის გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატები სენატზე კონტროლს დაამყარებენ, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებს.
სენატზე კონტროლის შენარჩუნებისთვის რესპუბლიკელებს ერთი მანდატი სჭირდებათ. ჯორჯიის შტატის სახელწმიფო მდივნის, ბრედ რაფენსპერგერის განცხადებით, შედეგები შუადღისთვის იქნება ცნობილი.