დემოკრატიული პარტიის წევრები რესპუბლიკელებს მოუწოდებენ, ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიარონ
დემოკრატიული პარტიის წევრები რესპუბლიკელებს მოუწოდებენ, ჯო ბაიდენის გამარჯვება აღიარონ

დემოკრატიული პარტიის წევრები რესპუბლიკელებს მოუწოდებენ, აღიარონ ჯო ბაიდენის გამარჯვება. ასეთი მოწოდება კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ და სენატში უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკეთეს.

„არჩევნების შედეგები ეჭვებს არ იწვევს. ის, რაც ხდება, არაფერია სხვა, თუ არა რესპუბლიკელების ისტერია და სამარცხვინო პოლიტიკური სპექტაკლი აუდიტორიისთვის, რომელიც ერთადერთი ადამიანის გამო შედგა და ეს ადამიანი დონალდ ტრამპია“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

დემოკრატიული პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება გარდაუვალია.

„რესპუბლიკელებმა რეალობა უნდა მიიღონ“, – განაცხადა პელოსიმ.

მისივე თქმით, რესპუბლიკელებმა უნდა შეწყვიტონ მსგავსი ქცევა და ყურადღება პანდემიასთან ბრძოლაზე უნდა გადაიტანონ.