ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის დელეგატთა საკმარისი ხმა მიიღო

14:43, 06.06.2020

ჯო ბაიდენმა დელეგატთა საკმარისი რაოდენობის ხმა დააგროვა იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.

როგორც თავად ბაიდენმა დაწერა „ტვიტერში“, მას უკვე აქვს 1 991 დელეგატის ხმა.

„მე დავხარჯავ ყველა დღეს ბრძოლისთვის, რომ მოვიპოვო თქვენი ხმები, რათა ერთად ჩვენ გავიმარჯვოთ ბრძოლაში ერის სულისთვის“, – დაწერა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ფაქტობრივად, ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა მთავარმა მეტოქემ, ბერნი სანდერსმა საარჩევნო კამპანიის შეწყვეტისა და ბაიდენის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც, რომლის ადმინისტრაციაშიც ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ჯო ბაიდენი პრეზიდენტად უკვე მესამედ იყრის კენჭს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.

მსგავსი