მედიის ცნობით, ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია
ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
დაკავებული 48 წლის ჯეისონ ითონია. ბარლინგტონის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ის შემთხვევის ადგილთან დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯეისონ ითონი დანაშაულის ადგილის წინ მდებარე ბინაში ცხოვრობს. მის საცხოვრებელში ჩხრეკის დროს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ნივთმტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ჯეისონ ითონმა გახსნა.
ამჟამად გამომძიებლები სწავლობენ, არის თუ არა მომხდარი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.
ვერმონტის ქალაქ ბარლინგტონში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტი შაბათს, ღამით ქუჩაში მიდიოდა, როდესაც მათ მამაკაცმა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორი სტუდენტის მდგომარეობა სტაბილურია, მესამეს კი სერიოზული ჭრილობები აქვს მიღებული.