მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედროების მიერ სოჭის აეროპორტის დაბომბვის გამო ქალაქში ფრენები შეჩერდა
უკრაინელი სამხედროების მიერ სოჭის აეროპორტის დაბომბვის გამო ქალაქში ფრენები შეჩერდა. გავრცელებული ცნობით, უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი ადლერის რაიონში, რუსული შვეულმფრენების სადგომზე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები. აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია და თვითმფრინავები სხვა აეროდრომზე გადამისამართდებიან.
ქალაქ სოჭის მერმა, ალექსეი კოპაიგოროდსკიმ განაცხადა, რომ ქალაქში ახლა სიმშვიდეა, ადგილობრივმა აეროპორტმა დროებით შეზღუდა ფრენები და ახლა საჰაერო სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.