მედიის ცნობით, თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე მოკლეს
მედიის ცნობით, თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე მოკლეს

მედიის ცნობით, თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე (გია კუტაისსკი) მოკლეს. მისი თანხლები პირი კი, დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ანტალიაში მოხდა და ის კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირდება. ერთ-ერთი ვერსიით, ზვიადაძეს კონფლიქტი ჰქონდა კიდევ ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან, ნოდარ ასოიანთან (ნოდარ რუსტავსკი) როსტოვის ოლქში გავლენის სფეროების გადანაწილების გამო.

გაიოზ ზვიადაძე ქუთაისში 1958 წელს დაიბადა. ის მრავალჯერ ნასამართლევი იყო. 2011 წელს რუსეთიდან საქართველოში ზვიადაძის ექსტრადაცია განხორციელდა. „პრაიმ-კრაიმის“ ცნობით, ის ციხიდან 2016 წელს გამოვიდა.