ნათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებული პირების ექსტრადირებას 
ნათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებული პირების ექსტრადირებას 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ვერ აკონკრეტებს, ქართული მხარე მოითხოვს თუ არა საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებული პირების საქართველოში ექსტრადირებას.

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, პროცედურებთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს იტყვის და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწოდებს.

მეზვრიშვილის თქმით, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდის და მათთან ერთად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი პირი დააკავეს.

“ეს საკმაოდ წარმატებული სპეცოპერაციაა, რომელიც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა და ნათელი დასტურია იმის, რომ ორგანიზებული დანაშაულისა და “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დააკავეს.