მედიის ცნობით, სტამბოლში მდებარე ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი ადამიანი გათავისუფლებულია, ეჭვმიტანილი დაკავებულია
მედიის ცნობით, სტამბოლში მდებარე ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი ადამიანი გათავისუფლებულია, ეჭვმიტანილი დაკავებულია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე გებზეს ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი ადამიანი გათავისუფლებულია.

როგორც „ბიბისი“ წერს, Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლები ცხრა საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებული.

ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარხნის შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშა იყო დახატული წარწერით „ღაზისთვის კარი ღია იქნება“.

სტამბოლში, კომპანია Proctor & Gamble-ის ქარხანაში მამაკაცმა მძევლები გუშინ, საღამოს აიყვანა.