მედიის ცნობით, სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც მის პირად საუბრებს ასახავს
მედიის ცნობით, სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც მის პირად საუბრებს ასახავს

სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეზე ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც ტრამპის პირად საუბრებს ასახავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მოსამართლემ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის შესახებ ჰკითხა, რომელშიც ჩანს, როგორ იყენებს ტრამპი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის მიმართ უხამს სიტყვებს.

დონალდ ტრამპმა ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დიალოგი პირადული იყო. ჩანაწერების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ბრალდებას უარყოფს.

„ეს ყველაზე სასაცილო და ამაზრზენი ამბავია. უბრალოდ, მოგონილია“, – განაცხადა ტრამპმა სასამართლო პროცესზე.

მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლიმ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სექსუალურ ძალადობაში დასდო. მისი თქმით, ტრამპმა მასზე 1996 წელს, მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში სექსუალურად იძალადა.

ტრამპის წინააღმდეგ აღნიშნული სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაგრძელდება.