ჯო ბაიდენი – ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო ტრამპი

11:28, 06.07.2024

მე ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო დონალდ ტრამპი, როგორ მივაღწიო შედეგს, – ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს“, ბაიდენმა უპასუხა:

„ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არ ჩამოვა“.

ამავე ინტერვიუში აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა და გაციება იყო.

მსგავსი