ჯო ბაიდენი - ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო ტრამპი
მე ჩემი თავი ორ რამეში დავარწმუნე, რომ მე ყველაზე კვალიფიცირებული ადამიანი ვარ და ვიცი, როგორ დავამარცხო დონალდ ტრამპი, როგორ მივაღწიო შედეგს, – ამის შესახებ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს“, ბაიდენმა უპასუხა:
„ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე არ ჩამოვა“.
ამავე ინტერვიუში აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი გადაღლილობა და გაციება იყო.