მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი
რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის სამი ასაკოვანი ქალი, ერთი ორსული და 10 და 14 წლის ბავშვები არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, „ისკანდერის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსიდან განხორციელდა, დაიბომბა კოვშაროვ-კუპიანსკის რაიონი. დაზიანებულია ორი საცხოვრებელი სახლი და გაზსადენი.