მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს, დაშავებულია ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს. შედეგად ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ჯარებმა საავიაციო იერიში მიიტანეს ხერსონზე. ჩამოაგდეს ოთხი მართვადი ავიაბომბი. დარტყმა განხორციელდა დანგრეულ სკოლაზე და საცხოვრებელ უბანზე ცენტრალურ რაიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროკუდინის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.