მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ღამით ხარკოვი დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი და დაშავდა 10-მდე ადამიანი.
გავრცელებული ვერსიით, თავდასხმა კამიკაძე დრონების გამოყენებით განხორციელდა.
ხარკოვის მერის ცნობით, დაზიანებულია, სულ მცირე, ცხრა მრავალსართულიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.