მედიის ცნობით, რომის პაპმა საშობაო მიმართვაში აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის, როგორც პერსონალურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე დიალოგი აუცილებელია
მედიის ცნობით, რომის პაპმა საშობაო მიმართვაში აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის, როგორც პერსონალურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე დიალოგი აუცილებელია

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვაში აღნიშნა, რომ ადამიანებს შორის, როგორც პერსონალურ, აგრეთვე პოლიტიკურ დონეზე დიალოგი აუცილებელია.

„ურბი ეთ ორბის“ სახელით ცნობილ ტრადიციულ საშობაო გზავნილში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებთან პონტიფიკოსმა აღნიშნა, რომ სირიაში, ერაყსა და იემენში მომხდარმა ტრაგედიებმა „უხმოდ ჩაიარა“ და აქვე უკრაინაში მოსალოდნელ კონფლიქტზე გააკეთა აქცენტი.

„ამ პანდემიის დროს, ჩვენი სოციალური ურთიერთობები დიდი გამოცდის ქვეშ დადგა. იზრდება ადამიანთა მიდრეკილება ჩაკეტილობისკენ და სხვებთან ურთიერთობების შეწყვეტისკენ. საერთაშორისო დონეზეც არსებობს დიალოგის თავიდან არიდების რისკები. ჩვენ კვლავაც მრავალი კონფლიქტის, კრიზისისა და უთანხმოების მომსწრე ვართ. აუცილებელია უკრაინაში მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან არიდება”, – აღნიშნა პაპმა.