მედიის ცნობით, პალესტინის საკითხზე სასაუბროდ, „ჰამასისა“ და „ფათჰის“ წარმომადგენლები ხვალ მოსკოვში ჩავლენ
„ჰამასისა“ და „ფათჰის“ წარმომადგენლები პალესტინის საკითხზე სასაუბროდ ხვალ მოსკოვში ჩავლენ, – ინფორმაციას ამის შესახებ The Times of Israel-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციას ასევე ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, ვლადიმერ პუტინი არ გეგმავს „ჰამასისა“ და „ფათჰის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას.