მედიის ცნობით, ნენსი პელოსის მეუღლეს სან ფრანცისკოში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ
აშშ-ის წარმომადგენელთა სპიკერის ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის სან ფრანცისკოში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული მედია ნენსი პელოსის პრესსპიკერზე, დრიუ ჰემილზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
პოლ პელოსი ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევის დროს ნენსი პელოსი სან ფრანცისკოში არ იმყოფებოდა. თავდამსხმელის მოქმედების მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და მისი ოჯახი სამაშველო სამსახურებს, ექიმებს მადლობას უხდიან დახმარებისთვის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ითხოვენ.