მედიის ცნობით, მოლდოვამ, რომელიც რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, ბერძნულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა
მოლდოვამ, რომელიც რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, ბერძნულ კომპანია DEPA commercial-თან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მოლდოვასა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობა გაზრდის მიწისქვეშა გაზის საბადოების როლს უკრაინაში, რათა მან უზრუნველყოს ცენტრალური ევროპა ბუნებრივი აირით“, – განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა.
შეგახსენებთ, მოლდოვა მთლიანად იყო დამოკიდებული რუსული გაზის კომპანია „გაზპრომზე“, რაც მოლდოვასა და რუსეთს შორის ხშირი დავის მიზეზი იყო.