მედიის ცნობით, მელანია ტრამპი ჯილ ბაიდენთან ერთად ჩაის სმის ტრადიციულ ღონისძიებას, სავარაუდოდ, არ დაესწრება
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, მელანია ტრამპი პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან ერთად ჩაის სმის ტრადიციულ ღონისძიებას, სავარაუდოდ, არ დაესწრება.
ცნობისთვის, მელანია ტრამპი დონალდ ტრამპთან ერთად ხვალ თეთრ სახლშია მიწვეული, თუმცა, მედიის ინფორმაციით, მომავალი პირველი ლედი თეთრ სახლში არ მივა.
რაც შეეხება ტრამპის და ჯო ბაიდენის შეხვედრას, მოსალოდნელია, რომ მოქმედი და მომავალი პრეზიდენტები აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს განიხილავენ.
ცნობისთვის, მელანია ტრამპი 2016 წელს შეხვდა ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ობამას, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი დაამარცხა.