ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი შესაძლოა, ტოკიოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწროს
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი შესაძლოა, ტოკიოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწროს

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი შესაძლოა, ტოკიოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწროს. „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ. ჩვენი გეგმა ასეთია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ოლიმპიადას თავად აშშ-ის პრეზიდენტი არ დაესწრება.

ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისს იწყება.