მედიის ცნობით, კოსტა რიკა მზად არის, 48 ავღანელ ქალს ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცეს
კოსტა რიკა მზად არის, ჰუმანიტარული თავშესაფარი მისცეს 48 ავღანელ ქალს.
აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ იუწყება.
საუბარია პირებზე, რომლებიც ავღანეთში გაერო-სთან თანამშრომლობდნენ. აღნიშნულ საკითხზე კოსტა რიკის ხელისუფლება მოლაპარაკებას აწარმოებს გაერო-სთან.