კოსტა რიკაში ნიდერლანდებში გასაგზავნად გამზადებული, ხუთ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

23:34, 16.02.2020

კოსტა რიკაში სამართალდამცველებმა ხუთ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს, რომელიც ნიდერლანდებში გასაგზავნად იყო გამზადებული.

ოპერაცია კარიბის ზღვის პორტში ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი.

კონტრაბანდული საქონელი ერთ-ერთ კონტეინერში, 202 ცალ ტომარაში იყო განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაშია წარმოებული, თუმცა პოლიცია არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელში.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ფასი 136 მილიონ დოლარს აღემატება.

მსგავსი