კოსტა რიკაში ნიდერლანდებში გასაგზავნად გამზადებული, ხუთ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს
კოსტა რიკაში სამართალდამცველებმა ხუთ ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს, რომელიც ნიდერლანდებში გასაგზავნად იყო გამზადებული.
ოპერაცია კარიბის ზღვის პორტში ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი.
კონტრაბანდული საქონელი ერთ-ერთ კონტეინერში, 202 ცალ ტომარაში იყო განთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაშია წარმოებული, თუმცა პოლიცია არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელში.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ფასი 136 მილიონ დოლარს აღემატება.