კოსტა რიკაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კოსტა რიკაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, კოსტა-რიკაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი კოსტა რიკისა და პანამის საზღვართან დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყოლია. ამასთან, არ გამოცხადებულა ცუნამის საფრთხე.