მედიის ცნობით, კატარში გამართული დისკუსიების დროს ისრაელის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის პაუზის გახანგრძლივებაზე მუშაობას განაგრძობენ
მედიის ცნობით, კატარში გამართული დისკუსიების დროს ისრაელის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული პაუზის გახანგრძლივებაზე მუშაობას განაგრძობენ.
როგორც „სიენენი“ წერს, წყაროს ცნობით, მხარეებს სურთ, მეტი მძევალი გამოიყვანონ ღაზის სექტორიდან.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, პაუზა კიდევ 24 საათით გახანგრძლივდეს.