მედიის ცნობით, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიაში ყველაზე მაღალმა მოქმედმა ვულკანმა „კლიუჩევსკაიამ“ ლავის ამოფრქვევა დაიწყო
რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანმა „კლიუჩევსკაიამ“ ლავის ამოფრქვევა დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
როგორც კამჩატკის ვულკანურ ამოფრქვევებზე რეაგირების ჯგუფმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ამოფრქვევა გასულ ღამეს დაიწყო. ასევე, რეაგირების ჯგუფი დაკვირვების საფუძველზე აცხადებს, რომ ახლომდებარე დასახლებებისა და ავიაციისთვის ვულკანი საფრთხეს არ წარმოადგენს.
„კლიუჩევსკაია“ ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ევრაზიაში. მისი აბსოლუტური სიმაღლე დაახლოებით 4 850 მეტრია. ბოლოს ვულკანის ლავის ამოფრქვევა 2020 წლის 30 სექტემბრიდან 2021 წლის 8 თებერვლამდე გრძელდებოდა.