მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სომალის ქალაქი ბალიდიდინი დაიკავეს
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სომალის ქალაქი ბალიდიდინი დაიკავეს.
აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტები ქალაქში 18 აგვისტოს, სახელისუფლებო ძალებთან შეტაკებების შემდეგ შევიდნენ. როგორც ცნობილია, ქალაქი ბალიდიდინი გახდა პირველი დასახლება, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ აღმოჩნდა.