მილანის „ინტერმა“ მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველთან ლუკა მოდრიჩთან მოლაპარაკებები დაიწყო, – ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ირკვევა, თავად ხორვატი ყოფილა დაინტერესებული მილანური კლუბის პროექტით.
„ინტერი“ ამ ზაფხულს ძალიან აქტიურია სატრანსფერო ბაზარზე. კლუბმა უკვე გაიფორმა მოდრიჩის თანამემამულე, მცველი შიმე ვრსალკო. ასევე მილანელთა რიგები შეავსეს – რაჯა ნაინგოლანმა, სტეფან დე ვრიმ, ლაუტარო მარტინესმა და კვადვო ასამოამ.