იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ალესანდრო ბასტონი გახდა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ალესანდრო ბასტონი გახდა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონატის მარტის საუკეთესო ფეხბურთელად მილანის „ინტერის“ მცველი ალესანდრო ბასტონი დაასახელა.

გამოკითხვაში „ინტერის“ მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიას, რაფაელ ლეაოს, ნიკოლო ბარელას, რიკარდო კალაფიორისა და ტეუნ კოოპმაინერსს აჯობა.

საინტერესოა, რომ ალესანდრო ბასტონიმ მარტში სერია A-ს მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორივეში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ამ მომენტისთვის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატს „ინტერი“ ლიდერობს. მილანურ გუნდს 82 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 14 ქულით უსწრებს.