მედიის ცნობით, იემენის დედაქალაქში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას 78 ადამიანი დაიღუპა
78 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა იემენის დედაქალაქში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას, რომელიც რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით ადგილობრივებს ურიგდებათ.
როგორც „ბიბისი“ წერს, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაშავებულთაგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტების ღირებულება ერთ ადამიანზე 9 დოლარს შეადგენდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.
იემენში 2015 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მეამბოხე ჰუსიტები არიან.