მედიის ცნობით, იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში გერმანულ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს
მედიის ცნობით, იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში გერმანულ სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნეს.
გავრცელებული ცნობით, გერმანული სატრანსპორტო კომპანია, „ჰაპაგ-ლოიდის“ კუთვნილი გემი საჰაერო თავდასხმის შემდეგ დაზიანდა. ხომალდზე ჭურვის დაცემის შემდეგ, ერთი კონტეინერი გემბანიდან გადავარდა. სარაკეტო დაბომბვის შედეგად, გემზე ხანძარი გაჩნდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ „ჰუსიტები“ საფრთხეს უქმნიან თავისუფალ კომერციულ გადაზიდვებს და აშშ მუშაობს პარტნიორებთან პრობლემის მოსაგვარებლად. სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ რაკეტებს „ჰუსიტები“ ისვრიან, თუმცა იემენში შეიარაღება ირანიდან შედის.