მედიის ცნობით, გერმანიის ქალაქ მეტმანში რასისტულ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად 15 წლის უკრაინელი ბიჭი დაშავდა
გერმანიის ქალაქ მეტმანში რასისტულ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად 15 წლის უკრაინელი ბიჭი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინელი მოზარდი საღამოს სადილზე იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა მას თავში ჩაარტყა.
მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც გამოცემა წერს, თავდასხმა განხორციელდა ორ უკრაინელზე ქალაქ ობერჰაუზენშიც. შემთხვევის შედეგად ერთი უკრაინელი დაიღუპა. თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ქსენოფობიური მოტივი არ შეინიშნებოდა.