მედიის ცნობით, გერმანიაში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისები სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს
მედიის ცნობით, გერმანიაში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისები სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს

გერმანიაში ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოფისები სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. მედიის ინფორმაციით, პარტიის ყოფილ ლიდერებს ფინანსურ დარღვევებში სდებენ ბრალს.

ჩხრეკა პარტიის ბერლინის და კიდევ სამ რეგიონულ ოფისში ჩატარდა. სამართალდამცავებმა ამოიღეს დოკუმენტები და ციფრული ინფორმაციის შემნახველი დისკები.

საქმე ეხება 2016-2018 წლებში პარტიული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას და პარტიის ხაზინიდან მის მიერ თანხების გაფლანგვაში.

გამოძიების მიხედვით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყოფილი ლიდერის, იორგ მოიტენას და პარტიის ხაზინადარ კლაუს გიუნტერ ფორმანის მიერ შედგენილ ფინანსურ ანგარიშებში, აღმოჩენილია სავარაუდო ცრუ ინფორმაცია, პარტიისთვის გადარიცხული შემოწირულობების შესახებ.

თავად ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, რომ ჩხრეკის მიზანი მათი დაშინება იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უკვე დააჯარიმეს, 2017 წლის საარჩევნო კამპანიის უცხოეთიდან დაფინანსების გამო.

გერმანული მედიის ცნობით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსკოვთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. 2020 წელს პარტიის წევრები იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, მხარს უჭერდნენ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი -2“-ის ამოქმედებას.