მედიის ცნობით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 202 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა ორი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი.
სამაშველო ჯგუფები რამდენიმე ადგილას სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში კი ჩართული არიან სამხედროებიც.
მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცუდი ამინდები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.