მედიის ცნობით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
მედიის ცნობით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. საგანგებო სამსახურები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

სამხრეთ ესპანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წალეკა ხეები და მანქანები. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ვალენსიასა და მადრიდს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის მუშაობის აღდგენას, სულ მცირე, სამი კვირა დასჭირდება. ადგილობრივი მეტეოროლოგების ცნობით, რეგიონში სამშაბათს, რვა საათის განმავლობაში ერთი წლის ოდენობის ნალექი მოვიდა, რამაც მდინარეებში წყლის დონის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.