მედიის ცნობით, ესპანეთში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის წინააღმდეგ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა
ესპანეთში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პედრო სანჩესმა მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მსვლელობას ოპოზიციური „კონსერვატიული სახალხო პარტიის“ მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.
პარტიის ლიდერმა აქციაზე აღნიშნა, რომ სეპარატისტთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გაუქმება იგივე იქნებოდა, რაც გადატრიალების ორგანიზატორების ამნისტია.
ივლისში ჩატარებულ არჩევნებში პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია მეორე ადგილზე გავიდა. როგორც მედია წერს, სანჩესი შეიძლება დარჩეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუ ის მოიპოვებს კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის მხარდაჭერას. პუჩდემონმა მისი მხარდაჭერის პირობად სეპარატისტების წინააღმდეგ იურიდიული ქმედებების შეწყვეტა მოითხოვა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ თანამდებობის შესანარჩუნებალად მიიღო.