შოტლანდიის პირველი მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დევიდ ქემერონმა შოტლანდიის მთავრობა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა
შოტლანდიის პირველი მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დევიდ ქემერონმა შოტლანდიის მთავრობა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა შოტლანდიის მთავრობა გააფრთხილა, რომ შეწყვეტს თანამშრომლობას შოტლანდიის მინისტრებთან, მას შემდეგ, რაც შოტლანდიის პირველი მინისტრი ჰუმზა იუსაფი თურქეთის პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირების გარეშე შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შოტლანდიის მთავრობას მისწერა, რომ დაირღვა პროტოკოლი, როდესაც ჰუმზა იუსაფმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტთან ღაზის სექტორის საკითხი და სხვა თემები განიხილა.

წერილში აღნიშნულია, რომ შოტლანდიის მთავრობამ დაარწმუნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისი, რომ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ ისინი „საკმარის წინასწარ შეტყობინებას“ მიაწვდიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ჰუმზა იუსაფმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეხვედრის შესახებ უმოკლეს დროში გადაწყდა თურქეთის პრეზიდენტის გუნდის მიერ, მაგრამ მას „არანაირი პრობლემა“ არ ექნებოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური პირის, მათ შორის თავად ქემერონის მონაწილეობის გამო.

„არაფერი განიხილებოდა, რაც არ იყო განხილული სხვა შეხვედრებზე“, – განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა.