დევიდ ქემერონი - ისრაელის მიმართულებით ირანის მხრიდან განხორციელებილი თავდასხმის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 13 პირსა და ორგანიზაციას
დევიდ ქემერონი - ისრაელის მიმართულებით ირანის მხრიდან განხორციელებილი თავდასხმის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 13 პირსა და ორგანიზაციას

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 13 პირსა და ორგანიზაციას გასული კვირას ისრაელის მიმართულებით ირანის მხრიდან განხორციელებილი თავდასხმის საპასუხოდ.

„ირანის ქცევის გათვალისწინებით, „ჰუსიტების“, „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ მხარდაჭერისა და, რა თქმა უნდა, ისრაელზე თავდასხმის გამო, სავსებით სწორია, რომ პარტნიორებთან ერთად მივიღოთ შემდგომი ზომები სანქციებთან დაკავშირებით და ეს არის ის, რაც ბრიტანეთმა გააკეთა დღეს, სანქციები დაუწესა კიდევ 13 პირსა და ორგანიზაციას“, – აღნიშნა ქემერონმა.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ირანის ქმედებები მიუღებელია. ის მიესალმება დიდი შვიდეულის ქვეყნების შეკრებას და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების დაფიქსირებას, რაც იქნება გზავნილი ისრაელისთვის, რომ მათ უნდათ ითამაშონ როლი ირანის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად კოორდინირებულის სტრატეგიის შემუშავებაში.