მედიის ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ ადასტურებს ფუად შუქრის დაღუპვას
მედიის ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ ადასტურებს ფუად შუქრის დაღუპვას

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ არ ადასტურებს მათი ერთ-ერთი ლიდერის, ფუად შუქრის დაღუპვას. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ჰეზბოლა“ ამბობს, ფუად შუქრი თავდასხმისას შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და არის მოლოდინი, რომ, შესაძლოა, მათი ლიდერი ცოცხალი იყოს.

ცნობისთვის, ისრაელმა გუშინ ბეირუთში იერიში განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო ფუად შუქრი, რომელიც გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ხელმძღვანელობდა. ამასთან, მათივე ცნობით, ფუად შუქრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰაჯ მოჰსინი, „ჰეზბოლას“ ყველაზე გავლენიანი სამხედრო მეთაური იყო, რომელსაც დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას უფროს სამხედრო მრჩევლად, „მარჯვენა ხელად“ იცნობდნენ.

თავდასხმიდან მალევე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა.