მედიის ცნობით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
სამხრეთ ლიბანზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა ცხრა და დაშავდა ხუთი ადამიანი. ლიბანური მედიის ცნობით, დარტყმა ქალაქ ნაბათიაში საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, იერიშის სამიზნე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობი იყო.
ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ლიბანის ორ სოფელში მდებარე შენობებზე, რომლებსაც „ჰეზბოლა“ იყენებდა.
מטוסי קרב של חיל האוויר תקפו אמש, מבנים צבאיים של ארגון הטרור חיזבאללה במרחבים חנין ומארון א-ראס שבדרום לבנון. בנוסף, במהלך הלילה הותקף מחסן אמצעי לחימה של הארגון במרחב נבטיה.
צה״ל תקף בירי ארטילרי במרחבים רמיש, לבונה, כפר שובא ועייתא א-שעב שבדרום לבנון pic.twitter.com/k9zVKXusXz
— צבא ההגנה לישראל (@idfonline) August 17, 2024