მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ „სუპერ დიდი“ ფრთოსანი რაკეტის ქობინი და „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტა გამოსცადა
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ „სუპერ დიდი“ ფრთოსანი რაკეტის ქობინი და „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული „სუპერ დიდი“ ფრთოსანი რაკეტის ქობინი და „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის მართვადი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

როგორც კორეული მედია იუწყება, რაკეტების გამოცდა არ უკავშირდება არსებულ სიტუაციას. მათივე ცნობით, ტესტირება თავდაცვის ინსტიტუტების სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფარგლებში დაგეგმილი რეგულარული გამოცდაა.

მედიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტას, რომელიც გამოსცადეს, ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.