ბრიუსელში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე შეტაკება მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 15 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა დააზიანეს და პოლიციის განყოფილების შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მომხდარი ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგმო.
აქცია გასულ შაბათს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებას უკავშირება. დემონსტრანტები ამტკიცებენ, რომ 23 წლის იბრაჰიმ ბ. სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად დაიღუპა.
პროკურატურის ცნობთ, ახალგაზრდა მამაკაცი 9 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო ცენტრი თვითნებურად დატოვა. მოგვიანებით ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც მან გონება დაკარგა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა.