მედიის ცნობით, ავღანეთის საზღვართან, ტაჯიკეთის მთებში რუსი სამხედროების სწავლება მიმდინარეობს
ავღანეთის საზღვართან, ტაჯიკეთის მთებში რუსი სამხედროების სწავლება მიმდინარეობს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სამხედრო სწავლებაში 500-მდე რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს.
რუსული მედიის ცნობით, წვრთნაში მონაწილე ყველა რუსი სამხედრო ტაჯიკეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზიდანაა.
ეს მიმდინარე თვის განმავლობაში ავღანეთის საზღვართან რუსეთის მიერ ჩატარებული მესამე სამხედრო წვრთნაა. მომავალ თვეში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედო სწავლება ყირგიზეთშიც გაიმართება.