მედიის ცნობით, აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტში შენიშნეს
მედიის ცნობით, აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტში შენიშნეს

აშშ-ისა და ევროკაშირის სანქციების მიუხედავად, „პუტინის მზარეულის“, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტშია. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

2020 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, პრიგოჟინი აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სიაშია, რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს ევროკავშირში შესვლის უფლება და ევროკავშირში მისი ქონება ბლოკირებული უნდა იყოს.

„ბილდი“ წერს, რომ ერთ დროს მას „პუტინის მზარეულს“ უწოდებდნენ, დღეს კი ევგენი პრიგოჟინი არის არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანი, ის ასევე პასუხისმგებელია კრემლის ბინძურ საქმეებზე რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ.

„ბილდის“ თანახმად, ყველა სანქციის მიუხედავად, ბერლინში ორი მილიონი ევროს ღირებულების ბიზნესთვითმფრინავის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი ბერლინში სანქქციების ამოქმედების შემდეგ ორ კვირაში პეტერბურგიდან ჩავიდა. გერმანული გამოცემა ევგენი პრიგოჟინს პუტინის პირადი არმიის, „ვაგნერის ჯგუფის“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად მოიხსენიებს.