მედიის ცნობით, ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტების დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის მომხრე აქტივისტების დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა მერიის, პოლიციის განყოფილებასა და რამდენიმე სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ამასთან, მედიის ცნობით, ღამით მომხდარი არეულობის გამო, დღეს ახალ კალედონიაში სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეწყდა. დაპატიმრებული აქტივისტები კი საფრანგეთში გადაიყვანეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან არეულობის ორგანიზებაში მათი სავარაუდო როლის გამო, რომელიც სადავო კანონპროექტის რეფორმის კენჭისყრის წინააღმდეგ იყო მიმართული. კერძოდ, ეჭვმიტანილი არიან მეამბოხეებთან კავშირში, ძარცვასა და შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებაში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.
საკოორდინაციო ჯგუფმა საფრანგეთს შვიდი ექსტრადირებული აქტივისტის გათავისუფლებისა და ახალ კალედონიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.