მედია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის განმტკიცებას გააგრძელებს
მედია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვრის განმტკიცებას გააგრძელებს

აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის სრულად მოწყობა და აღჭურვა, მათ შორის საინჟინრო კუთხით, რათა დაცული იყოს მოსახლეობის უასაფრთხოება, – ამის შესახებ ე.წ. ადგილობრივ ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამების დროს, მოსკოვიდან დაბრუნებულმა ოკიპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს თბილისისთვის საგანგაშო არ უნდა იყოს.

“არავინ აპროტესტებს იმას, რომ მექსიკასა და აშშ-ს შორის ღობე შენდება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება”, – განაცხადა ბიბილოვმა.

დეფაქტო ლიდერის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი გააგრძელებს ე.წ. საზღვრის განმტკიცებას, საერთაშორისო ნორმების შესაბამისა.