კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენი საზღვარი გადის რუსეთის ფედერაციასთან და ის გადის კავკასიის მთიანეთზე
კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენი საზღვარი გადის რუსეთის ფედერაციასთან და ის გადის კავკასიის მთიანეთზე

მექსიკისა და აშშ-ის საზღვარი არ არის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არსებული ე.წ. საზღვარი. ჩვენი საზღვარი გადის რუსეთის ფედერაციასთან და ის გადის კავკასიის მთიანეთზე“, – ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ოკუპირებილი ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას.

ქემოკლიძის განმარტებით, ეს ღრმად პოლიტიკური საკითხია და ცენტრალური ხელისუფლების ორიენტირია, იმ კონკრეტულ პრობლემებზე მსჯელობა, რომელიც იქმნება არა ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის წარმოჩენით, არამედ უკანონო ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებით.

„სწორედ ეს უქმნის პრობლემებს, ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურად ოს მოსახლეობას, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობენ“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, „აუცილებელია სახელმწიფო საზღვრის სრულად მოწყობა და აღჭურვა, მათ შორის საინჟინრო კუთხით, რათა დაცული იყოს მოსახლეობის უასაფრთხოება“.

მისივე განმარტებით, ეს თბილისისთვის საგანგაშო არ უნდა იყოს.

დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი გააგრძელებს ე.წ. საზღვრის განმტკიცებას, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.