მძიმეწონოსანთა მედლები ქართველების გარეშე გათამაშდება | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]
14:01, 29.10.2018
აბუ დაბის დიდ მუზარადზე, მძიმე წონაში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ჰყავდა და ორივე მათგანი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაერთო.
ტატამზე პირველი ლევან მატიაშვილი გავიდა, რომელიც ყირგიზ იაკობ კრაკოვეცკითან ორი შიდოთი დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და იპონით დამარცხდა.
რაც შეეხბა ადამ ოქრუაშვილს, ის ბელორუს ულადისლაუციარპისკისთან,ჰანსუკომაკეთი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მესამე შიდო ადამმა, ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წამით ადრე მიიღო. ამ დროისთვის გდება, არცერთ ძიუდოისტს არ ჰქონია შესრულებული.