თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ქართველი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ [ვიდეო] #1TVSPORT

90 კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრები მოიგეს ბექა ღვინიაშვილმა და უშანგი მარგიანმა. ტურნირზე გამომსვლელი მძიმეწონოსანი ოთხი ძიუდოისტიდან სამმა – გელა ზაალიშვილმა, ლევან მატიაშვილმა, და ონისე ბუღაძემ პირველი დაპირისპირებები მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ასევე წარმატებულ იჭიდავა პირველ შეხვედრაში სოფიო სომხიშვილმა (+78), მან ჩეხი სპორტსმენი დაამარცხა და ისიც ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია – ორი ოქროს, სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს. წინასწარი შეხვედრები 12:00-ზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 17:00-ზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი